გაბრიელიუს ლანდსბერგისი: კარგი იქნება, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს განიხილავს
“კარგი იქნება, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს განიხილავს”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ არასდროს უნდა გადაუხვიოს ევროატლანტიკურ კურსს.
„ხაზს ვუსვამ იმ სარგებელს, რომელიც აქვს შარლ მიშელის შეთანხმებას. ეს კარგად ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკური კურსით სვლას. ლიეტუვასაც ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით ევროატლანტიკური მიმართულებით. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება, რომ საქართველომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსს. რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.