ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლიეტუვა მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს თავის ევროატლანტიკურ კურსსა და გზაზე

“მზაობას ვაცხადებთ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ვეროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამაშრომლობას ეხებოდა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ საჭიროა ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტები განხორციელდეს საქართველოში.

„ლიეტუვა მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს თავის ევროატლანტიკურ კურსსა და გზაზე. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ვეროკავშირის წევრი, ჩვენ შეგვიძლია, ამ მიზნით გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რაც თავად დავაგროვეთ ევროკავშირში. ასევე, დავაგროვეთ იმ კუთხით, როცა ვეხმარებოდით სხვა ქვეყნებს, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები. ჯერ კიდევ საჭიროა, ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტები განხორციელდეს საქართველოში. ზოგიერთი მათგანი უკვე გაჟღერებულია იმ შეთანხებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება გახლავთ აუცილებელი, მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები, თუნდაც მიკრო ფინანსური დახმარება. ასევე არსებობს ღრმა და ყივლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხების მექანიზმები, მაგრამ სრულად არ არის გამოყენებული. ამ რეფორმების განხორციელებას ვგულისხმობ“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები