ზაალ უდუმაშვილი: საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს

“არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი ფორმალური იქნება.

„არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია. ეს პროცესი იქნება ისეთივე ფორმალური პროცესი, რასაც აქამდე ვუყურებდით. ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს და დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. მოსამართლე, უბრალოდ, პროცესუალურ ნორმებს დაიცავს. საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან მელიას თანაგუნდელები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები