გურამ მაჭარაშვილი: პარტნიორები ხვდებიან, თუ როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე, ამიტომ, ნათელაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებები ვერ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას

“პარტნიორები ხვდებიან, თუ როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე, სწორედ ამიტომ, შალვა ნათელაშვილის შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადებები ვერ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო ისაა, რომ ნათელაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად იყო მიჩნეული და მის ფანჩატურში იკრიბებოდნენ.

,,შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი სახე გახლავთ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, ყოველ შემთხვევაში, ეს მათი არჩევანი იყო, რომელმაც ყველა და ყველაფერი გალანძღა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორები, ელჩიც არ დატოვა ჩვენი სტრატეგიული (პარტნიორი) ქვეყნის. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად იყო მიჩნეული, რომლის ფანჩატურშიც ისინი იკრიბებოდნენ.

ეს ნათელაშვილმა გულწრფელად უკვე აღიარა, შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩის სახით, ევროკავშირის პრეზიდენტს, დასავლურ წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა, ამას არ დასჯერდა და შეურაცხყოფა მიაყენა ორ მილიონ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების გამო. საბედნიეროდ, პარტნიორები ხვდებიან, თუ როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე, სწორედ ამიტომ, შალვა ნათელაშვილის შეურაცხმყოფელი და არაადეკვატური განცხადებები ვერ დააზიანებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები