ანა ფოტიგა: უკრაინის მხარდასაჭერად საუკეთესო გზა, მათთვის და საქართველოსათვის მაპის მინიჭებაა

უკრაინის მხარდასაჭერად საუკეთესო გზა, მათთვის და საქართველოსათვის მაპის მინიჭებაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტში რუსეთზე დებატების დროს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგა​მ განაცხადა.

„ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით და შექმნილ სიტუაციაში მხარდაჭერის გამოვლენის საუკეთესო გზა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ახლავე შეჩერება და უკრაინასა და საქართველოსთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის, ანუ მაპის მინიჭებაა.

ჩვენ ვართ რუსეთში ოპოზიციის და განსაკუთრებით ალექსეი ნავალნის გვერდით, მხარს ვუჭერთ ბელორუსის ხელისუფლების ოპოზიციის ყველა ნაბიჯს, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს გმობს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები