ვლადიმირ ბილჩიკი: რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რუსეთი ჩვენ ყველას თავს გვესხმის

რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რუსეთი ჩვენ ყველას თავს გვესხმის, – ამის შესახებ ევროპარლამენტში რუსეთზე დებატების დროს ევროპარლამენტარმა ვლადიმირ ბილჩიკმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავდგეთ ფეხზე და წინ აღვუდგეთ რუსეთის ქმედებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ. ის რაც რუსეთმა ჩეხეთის შემთხვევაში გააკეთა, არ არის ერთადერთი და განცალკევებული შემთხვევა.

ეს არის რუსეთის ქცევა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რუსეთი ჩვენ ყველას თავს გვესხმის „ფეიქნიუსის“ გავრცელებით, პროპაგანდით, „ფეიქ“ ნარატივით.

ეს თავდასხმა ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. მე მოვუწოდებ ყველას, რომ ჩვენი ქმედებებით და საპასუხო რეაქციით გავაკვირვოთ რუსეთი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები