შალვა ნათელაშვილი: ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი

ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის ,არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნათელაშვილის მტკიცებით,  მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა, განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, პირადად კელი დეგნანათან იყო შეთანხმებული.

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის ,არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი ერთგული კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა, განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილი ამ განცხადებით ნიკა მელიას საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღევანდელ კომენტარს გამოეხმაურა. „ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტში, დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, იმედი მაქვს, ეს ასე მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები