პეტრას აუსტრევიჩიუსი: მოვუწოდებ მელიას პატივი სცეს კომპრომისულ შეთანხმებას, გამოვიდეს ციხიდან და არ დააყენოს დამატებითი მოთხოვნები

მე ველოდები, რომ ნიკა მელია პატივს სცემს მიღწეულ შეთანხმებას და ასევე მინდა ვთქვა, რომ უკეთესია ციხის გარეთ ყოფნა და ციხიდან მიშელის მიერ წარმოდგენილი და პარტიებს შორის შეთანხმებული საშუალებებით გამოსვლა. მინდა ვაღიარო და გულწრფელად გითხრათ, რომ ძალიან ცივილური მექანიზმია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ციხის დატოვება და პოლიტიკაში დაბრუნება მისთვის უკეთესი იქნება და საქართველოსთვისაც.

გვაქვს შეთანხმება, რომელიც პარტიებს შორის არის შეთანხმებული და ამ ხელმოწერის საფუძველზე ოპოზიცია წარმოდგენილია უკვე პარლამენტში. ახლა მოვუწოდებ მელიას პატივი სცეს კომპრომისულ შეთანხმებას, გამოვიდეს ციხიდან და არ დააყენოს დამატებითი მოთხოვნები. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველამ ისევ თავისი მოთხოვნა დააყენოს, მაშინ ეს სად მიგვიყვანს. ახალი მოთხოვნები შეთანხმების ჩაშლას გამოიწვევს. ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელზეც ძალიან დიდი დრო დავკარგეთ და რთული შესათანხმებელი იყო.

მოდით ყველამ პატივი ვცეთ დოკუმენტს, გადადგმულ ნაბიჯებს, შევასრულოთ ყველა პუნქტი და ახალი მოთხოვნები არ წამოვჭრათ. პირდაპირ გეტყვით, ეს სარისკოა და ქართულ პოლიტიკაში ნდობის ჩამოყალიბებას ხელს ვერ შეუწყობს. კომპრომისი მიღწეულია და ეს იყო მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა“, -განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები