ანდრიუს კუბილიუსი: მოდით, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ

“მოდით, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ”, – ამ სიტყვებით ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა დეპუტატებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

მისი თქმით, ამ სამი ქვეყნის ინტეგრაცია მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობასა და დემოკრატიის განმტკიცებას, რაც ასევე კარგი მაგალითი იქნებოდა რუსი ხალხისთვის.

„ევროკავშირმა უნდა იზრუნოს აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უსაფრთხოებაზე. მოდით, შევთავაზოთ მათ ის, რასაც ზოგი ექსპერტი უწოდებს ევროკავშირის უსაფრთხოების პარტნიორობას ან უსაფრთხოების კომპაქტს. მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ. შესაძლოა, ეს იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ წარმოდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობს ამ სამი ქვეყნისთვის ყველა სარგებლის შეთავაზებას, გარდა ევროკავშირის ინსტიტუტების წევრობისა. ამ სამი ქვეყნის ინტეგრაცია მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობასა და დემოკრატიის განმტკიცებას. ეს იქნებოდა კარგი მაგალითი რუსი ხალხისთვის“, – განაცხადა კუბილიუსმა.

წყარო: 1tv.ge

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები