ბექა დავითულიანი – ამნისტიის კანონპროექტზე: უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ჯგუფმა, რას აწერს ხელს და რომ მოაწერს, მერე უკვე აღარ უნდა გადათქვას

“ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია ცხადად და გარკვევით არის განმარტებული.

მისივე თქმით, პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა იცოდეს, რას აწერს ხელს და რომ მოაწერს, მერე უკვე აღარ უნდა გადათქვას.

“დოკუმენტში ცხადად და გარკვევით წერია, ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებსა და ყველა დანაშაულს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციას. ამიტომ, ჩემთვის ყველაფერი მარტივი და გასაგებია. უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ჯგუფმა, რას აწერს ხელს და რომ მოაწერს, მერე უკვე აღარ უნდა გადათქვას”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები