იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა, ელექტრონული და მობილური მომსახურების განვითარებით – იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძემ და დიეგო კოლასმა იუსტიციის სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები