გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვისა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ ლიეტუვის საგარეო უწყების „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერითა და ევროკავშირის შუამავლობით მიღებული შეთანხმების ამოქმედების გზით, რათა საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს. ლიეტუვისა და საქართველოს მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები