ირაკლი კობახიძე: საკუთარ მეგობრებს “მონებს” ეძახდნენ, დოკუმენტს ხელს არ აწერენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს – ანტიდასავლური ძალები არიან

“თბილისში შარლ მიშელი იყო ჩამოსული და არათუ არ მივიდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყეს პრეზიდენტის სასახლესთან, ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მიუთითებს, რომ რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები არიან”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ვხედავთ არაერთ ფაქტს, რომელიც უპირისპირდება როგორც შინაარსს, ასევე, იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ საკუთარ მეგობრებს, ოპოზიციონერებს აქცია დაუპირისპირეს და “მონებს” ეძახდნენ, კარვები არ აიღეს, დოკუმენტს ხელს არ აწერენ. თბილისში შარლ მიშელი იყო ჩამოსული და იქაც კი არათუ არ მივიდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყეს პრეზიდენტის სასახლესთან. რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მათ ბუნებასა და იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად, ესენი არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში 27 აპრილს მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები