რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება, რომლის კრიმინალური წარსულის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება, რომლის კრიმინალური წარსულის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის.

მისივე თქმით, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კრიმინალურ ბუნებას აჩვენებს.

„ნაციონალური მოძრაობის”, ამ პარტიის მთავარი ამოცანა იყო რურუას ციხიდან გამოშვება. ესაა ადამიანი, რომლის კრიმინალური წარსულისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად იცის. როდესაც ასეთი დამოკიდებულებებით გამოდიხარ პოლიტიკურ ასპარეზზე და მსგავს საკითხებს ანიჭებ პრიორიტეტს, ვფიქრობ, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს იმ კრიმინალურ ბუნებას, რომლითაც ეს პარტია გამოირჩევა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები