„ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ”

 

„ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის წევრებისთვისაც არ იყო მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა მათი ინფორმირება.

„ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სრული ინფორმაცია, თუ რატომ დატოვა პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ, რატომ უცვლის იგი სავარძელს მის მოდგილეს, სწორედ ეს მიდგომა ჩვენი მხრიდან არ იმსახურებდა მოწონებასა და მხარდაჭერას. მათი არგუმენტი ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა. დარწუნებული ვარ, რომ უმრავლესობის წევრებისთვისაც არ იყო მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა მათი ინფორმირება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა გუშინ აირჩიეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები