“თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა დავალება გასცა ან ვინმემ შეასრულა და ვინმეს ჯანმრთელობა განზრახ დაუზიანა – თვალი დაკარგა, სმენა დაუქვეითდა, ასეთ პირებს ამნისტია არასოდეს არ შეეხებათ”

“თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა მიზანმიმართულად ან დავალება გასცა ან ვინმემ შეასრულა და ვინმეს ჯანმრთელობა განზრახ დაუზიანა – თვალი დაკარგა, სმენა დაუქვეითდა, ასეთ პირებს ამნისტია არასოდეს არ შეეხებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პირს არ სურს, ამნისტიით ისარგებლოს, დავას სასამართლოში გააგრძელებს.

„ჩვენ დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, ეს იქნება ადმინისტრაციული, თუ სისხლის სამართლის წესით ამნისტირებული, გარდა იმ წითელი ხაზისა, სადაც ერთობლივად შევთანხმდით, რომ არ შეიძლება, ამნისტიას დაექვემდებაროს – წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა, როგორც არის გათვალისწინებული „სისხლის სამართლის კოდექსის“ 144-ე პრიმა-ტერცია მუხლით. ასევე, შევთანხმდით, რომ პოლიციელი იქნება, თუ მოქალაქე, თუ დადასტურდება, რომ კონკრეტულმა პირმა, მიზანმიმართულად ან დავალება გასცა ან ვინმემ შეასრულა და ვინმეს ჯანმრთელობა განზრახ დაუზიანა – თვალი დაკარგა, სმენა დაუქვეითდა, ასეთ პირებს ამნისტია არასოდეს არ შეეხებათ. ყველამ პასუხი უნდა აგოს და ამ მუხლთან მიმართებით გამონაკლისი არ იქნება.

რაც შეეხება დაზარალებულთან შეთანხმებას, გვაქვს რესურსი, რომ ოპოზიციისა და ჩვენი პოზიციები დავაახლოვოთ და ხელმომწერ პირებს საბოლოოდ ეყოთ პოლიტიკური გამბედაობა და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ პროექტს. შეიძლება, პოზიციები დავაახლოვოთ. დაზარალებულებთან დაკავშირებით საკითხს ვსვამთ – თუ დადგინდა, რომ ვინმემ პირს ჯანმრთელობა განზრახ დაუზიანა, ამ მუხლს არ უნდა შეეხოს და თუ ამაზე ვთანხმდებით, დაზარალებულის თანხმობა აქ რა შუაშია? თანხმობის საკითხი აღარ დგას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები