ხელოვნების სასახლეს ჯუანშერ ვათეიშვილის უნიკალური არქივი გადაეცა
ხელოვნების სასახლეს – კულტურის ისტორიის მუზეუმს ჯუანშერ ვათეიშვილის უნიკალური არქივი გადაეცა. ამის შესახებ გიორგი კალანდია წერს ხელოვნების სასახლის ფეისბუქგვერდზე”
„ქართული კულტურის ისტორია წარმოუდგენელია პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის ღვაწლის გარეშე, ქართულ – შვედური, ქართულ -ჰოლანდიური, ქართულ-იტალური ურთიერთობები მან შეისწავლა და არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა, დღეს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმს ჯუანშერ ვათეიშვილის უნიკალური არქივი გადაეცა, ყველას მადლობა, ვინც ამ საქმეში ხელი შეგვიწყო, განსაკუთრებით კი ბატონ ლაშა ჯაფარიძეს“, – წერს გიორგი კალანდია.