„ჩემთვის მთავარი არ არის, სად დავუკრავ, მთავარია – მსმენელი“ – პანდემია, ნათხოვარი ვიოლიონო, ქუჩის მუსიკა და თავდავიწყებამდე სიყვარული…

ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. დედა პიანისტი იყო და მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, მუსიკალურ სკოლაში მისვლამდე უკრავდა ფორტეპიანოზე. შემდეგ შვიდწლედში ჩაირიცხა – რეპეტიციები, კონცერტები, მუსიკის გაკვეთილები… იმთავითვე მუსიკალური ცხოვრებით ცხოვრობდა.
საინტერესოდ ახსენდება მუსიკალურ  ტექნიკუმში გატარებული 4 წელი და ქუთაისის სახელმწიფო ორკესტრში მუშაობის ხანა…
არის „ნიჭიერის“ ნახევარფინალისტი, ძალიან დატვირთულ დღის რეჟიმი მოიცავდა გამოსვლებს მრავალ ადგილზე, მიწვევებს, შემოთავაზებებ, კორპორატიულ საამოებ უკრავდბარებშიც
მიწვევით იმყოფებოდა ავსტრიაში, სადაც  საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარ.
პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ფინანსურ მხარეზე და მისი ქუჩაში გამოსვლა განაპირობა… ვიოლინოთი ხელში.
ამბობს, რომ მისთვის მთავარი არ არის, სად დაუკრავ, მთავარია მსმენელი, ემოცია, ადამიანები, ვისთვისაც დაუკრავ და დაიხარჯებ
ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობ თბილისში ქირით და სამომავლოდაც მრავალ სიახლეს გვპირდება. – ია ყანჩაველის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა კარგად მახსენდება… ძალიან საინტერესო, მუსიკალურად ძალიან დატვირთული იყო. მქონდა  რეპეტიციები, კონცერტები,  სკოლიდან მოსულს შემდეგ მუსიკის გაკვეთილებზე მიწევდა წასვლა, შემდეგ სახლში ისევ მეცადინეობა დედასთან ერთად აკომპანიმენტით (დედა პიანიატია).
– როდის დაიწყეთ ვიოლინოზე დაკვრა?
– მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. როგორც გითხარით, დედა მუსიკოსია და შოპენის ჰანგებზე ვიძინებდი და ვიღვიძებდი. სხვათა შორის, სანამ დედა მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანდა, მანამდე ვუკრავდი ფორტეპიანოზე. 7 წლისა უკვე ჩავირიცხე შვიდწლედში.
– მუსიკალური ტექნიკუმიც დაამთავრეთ… მაშინვე მიიქციეთ ყურადღება განსხვავებული ჩაცმის სტილითა და  აქსესუარებით…
– შვიდწლედის შემდეგ  ჩავაბარე მუსიკალურ ტექნიკუმში. საინტერესო სტუდენტობა მქონდა. აი, ის პერიოდი, როცა უკვე გიყალიბდება მუსიკალური გემოვნება, სტილი, თავიდანვე  ჩაცმის სტილი განსხვავებული და არაორდინალური მქონდა, ტანსაცმელს მე თვითონ ვქმნიდი. ზოგს ვკერავდი, ზოგს გადავაკეთებდი…
დღემდე ასე ვარ. არ მიყვარს სტანდარტულობა და ერთფეროვნება. არ მიყვარს, სხვას რომ აცვია და მეც ის მაცვია… ყურადღებას ვიქცევ საზოგადოებაში ჩემი იმიჯით და აქსესუარებით…. ეს საერთოდ არ მაკომპლექსებს, პირიქით – ამას მიჩვეული ვარ და და მგონია, ასე უნდა იყოს…
ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ქუთაისის სახელმწიფო ორკესტრში დავიწყე მუშაობა…
– „ნიჭიერი“… მაშინდელი მასმედია თქვენი გამოსვლის ვესტერნულ განწყობას უსვამდა ხაზს…
– „ნიჭიერში“ გადავწყვიტე მონაწილეობა, უკვე თბილისში რომ გადმოვედი. არ მიყვარს სატელევიზიო კონკურსები, მაგრამ ესეც მოვსინჯე, მინდოდა, ხალხს მეტად გავეცანი. სხვათა შორის, ჩემმა იმიჯმა და სტილმა, ცოტა არ იყოს, დააბნია ჟიური და დიდი მოწონებაც დაიმსახურა… წითელი თმით, ტყავებში გამოწყობილი და მეტალის სამკაულებით და უცებ… ვიოლონო…
პირველ ტურში შევასრულე  კარლ ჟენკინსის „პალადიო“ როკ ვერსიით, აღფრთოვანებული დარჩა ჟიური და გადავედი შემდეგ ეტაპზე – ნახევარფინალში. ნახევარფინალში საერთოდ განსხვავებული ჟანრი იყო  ქანთრი „ტაკნაჟო“. ფინალში ვეღარ გავედი, მაგრამ ამითაც გახარებული ვიყავი…
ენიო მორიკონეს „სინემა პარადიზო“ ვიოლინოს აკომპანიმენტით, „დესპასიტო“…  გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“…  – ეს არასრული სიაა… და მაინც, რომელია თქვენი საყვარელი ნომერი…
– ჩემი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. ეს ის არასრული სიაა, რაც ინტერნეტში დევს. არ ვტვირთავ ხოლმე, ხარისხი ან ხმა არ მომწონს და ამიტომაც არ მაქვს ბევრი ვიდეო. თუმცა  ძალიან მინდა, რომ ყველაფერი მქონდეს ატვირთული…
ჩემი საყვარელი შესრულება არის იქ, სადაც მუსიკას ვგრძნობ… ირგვლივ მაშინათვე ყველაფერი მავიწყდება, ამიტომ ასე კონკრეტულს ვერაფერს გამოვარჩევ.
– ქუჩის მუსიკოსი… ალბათ პანდემიამ განაპირობა, რომ ხელოვანი ღია სივრცეში გამოვიდა… ცხოვრება პანდემიამდე და პანდემიის დროს…
– ქუჩაში დაკვრა დავიწყე მას შემდეგ, რაც ბევრი თავისუფალი დღე გამიჩნდა, გეთანხმებით, პანდემიამ განაპირობა ეს.
აქამდე ამის დრო ნამდვილად არ მქონდა. ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. ვუკრავდი ბევრ ადგილზე, კონკრეტული ჩემი სამსახურის გარდა მქონდა მიწვევები, შემოთავაზებები, თუნდაც ხელის მოწერის ცერემონიალი, კორპორატიული საღამოები…  ასევე ვუკრავდი ბარებშიც…
პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა, ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს და ასევე ვგულისხმობ იმას, რომ აი ვჩერდები და ვეღარ ვუკრავ… იკეტება ყველაფერი. ყველა რესტორანი, ბარი, ანუ ჯერ ერთი რომ შენ საყვარელ საქმეს ვერ აკეთებ, გკეტავენ, და მეორე – რითი ვიარსებო?  საყვარელი საქმე ასევე  შემოსავლის წყაროა… ჩემ უკან ბევრი ადამიანი დგას –  ჩემი შვილები, ჩემი და და დედა, და ვცხოვრობთ ქირით. ვრჩები უმუშევარი და სრულიად უსახსრო…
გადავწყვიტე, ამეღო ვიოლინო, გავსულიყავი ქუჩაში, დამეკრა და თან გამემხიარულებინა ქალაქი…
– რა განცდაა, როდესაც ქუჩაში უკრავ და მსმენელს მოსწონხარ?
–  ჩემთვის მთავარი არ არის, სად დავუკრავ, მთავარია – მსმენელი, ხალხი, ემოცია, ადამიანებთან კონტაქტი, ადამიანები, ვისთვისაც დავუკრავ და დავიხარჯები…
ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეეები, ჩემთვის ვიოლინოზე დაკვრა კი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ქუჩაში დაკვრა დიდად საფრთხილოა, იქ სხვა მასაა, ყველანაირი გემოვნებისა და სულის გამვლელია…
– ვიოლინო… როგორც ვიცი, ახალი ინსტრუმენტი გჭირდებათ…
– ვიოლინო ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, რაც თავი მახსოვს, სულ ერთად ვართ…. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი ვიოლინო მწყობრიდან გამოვიდა და ნათხოვარ ინსტრუმენტზე ვუკრავ… ფაქტობრივად, არ მაქვს ვიოლინო.
–  მუსიკალური ცხოვრებიდან რა გახსენდებათ ახლა?
– საინტერესო და იღბლიან ამბავს გავიხსენებ –  ქუთაისში, ერთ რესტორანში შემთხვევით მომისმინა რესტორან „კრუიზის“ დირექტორმა მარინა მრუქაშვილმა და შემოთავაზა მათთან დაკვრა. ამან განაპირობა თბილისში ჩემი გადასახლება.
– ავსტრიაში საქველმოქმედო საღამო ჩაატარეთ…
– ჩემი პირველი დიდი გასტროლი იყო ვენა…. მქონდა მიწვევა ავსტრიაში, სადაც ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, საქართველიდან მხოლოდ მე ვიყავი, და იქ მცხოვრებ ქართველ მომღერლებთან ერთად ვმონაწილეობდი კონცერტში, დაუვიწყარი და ზღვა ემოციებით სავსე იყო ეს ყველაფერი. და,  რა თქმა უნდა, დღემდე გამომყვა მაშინდელი განცდები…
– ჰობი…
– რამდენიმე ჰობი მაქვს, ერთ-ერთია ტანისმოსის შექმნა და აქსესუარების გაკეთება, რასაც თავად ვატარებ.
– მეუღლე, შვილები…
– მყავს მეუღლე და ორი ვაჟი, 11 წლის ალექსანდრე და 3 წლის მაქსიმე, მეუღლე არ იმყოფება საქართველოში, საზღვარგარეთ მოუწია სამუშაოდ წასვლა. დღევანდელი საშინელი ვითარების გამო, მასაც შეექმნა სამსახურებრივი პრობლემები. ყველაფერი, რაც აქ ხდება, იგივე ხდება უცხოეთშიც.
– სამომავლო გეგმები…
– უამრავი სამომავლო გეგმაა… მთავარია, როგორი ტემპით ავისრულებ, და წინასწარ თქმაც არ მიყვარს ხოლმე…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები