“ადამიანები, რომლებიც გამკაცრებული კანონის მიუხედავად რუსთაველზე გამოდიან, არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში, ამ დესტრუქციული ქმედებებისა და ექსტრემიზმისთვის იღებდნენ დაფინანსებას” – წილოსანი
“ადამიანები, რომლებიც გამკაცრებული კანონის მიუხედავად რუსთაველზე გამოდიან, არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში, ამ დესტრუქციული ქმედებებისა და ექსტრემიზმისთვის იღებდნენ დაფინანსებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
“ამიტომ მათ, როგორც ჩანს, ახლაც გარკვეული დაფინანსება აქვთ მისაღები. მათ ვითომ ამ თავგანწირვას შეიძლება, ვუწოდოთ დაფინანსებისა და ხელფასისთვის გაღებული თავგანწირვა”, – განმარტავს წილოსანი.