“ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ჰქვია” – მაჭარაშვილი

“ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა – ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ჰქვია”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, 6 თვეში საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოებამ ნახა ასობით ადამიანი, “რომელიც გადაურჩა ამ რეჟიმს”.

“6 თვეში საგამოძიებო კომისიაზე საზოგადოებამ ნახა ასობით ადამიანი, რომელიც გადაურჩა იმ რეჟიმს და პირდაპირ მოყვა ის ჯოჯოხეთური სურათები, რომელიც მას და მის ოჯახს გადახდა თავს. ამას გარდა, არსებობს უამრავი მტკიცებულება. მათ შორის – საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული და ბოლოს, პირდაპირ, საჯარო ეთერში, მთელი მსოფლიოს მიერ დანახული დამხობის პროცესი 4 ოქტომბერს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა – ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ჰქვია. ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და ახალი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები