ელისო ბოლქვაძე კომპოზიტორ კახა ცაბაძეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კომპოზიტორ კახა ცაბაძეს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„კახა ცაბაძე სწორედ ის შემოქმედია, ვინც ოთხი ათეული წელია უშურველად ემსახურება მომავალი თაობების ესთეტიკური აღზრდის ეროვნულ საქმეს. კომპოზიტორის ნაწარმოებებზე გაიზარდა არაერთი თაობა. დღევანდელ შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ და დავსახეთ მომავალი გეგმები, რომელშიც იგი აქტიურად ჩაერთვება” , – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები