ხმაური და დაპირისპირება სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში
სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში მდებარე ეკლესიის ამბიონზე ერთმანეთს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მონასტრის ეზოში მომხდარმა გუშინდელმა ინციდენტმა გამოიწვია. მონასტერში მოსალოცად მისულ მრევლის ნაწილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მომხრეები დახვდნენ და მათ მონასტრის დატოვება მოსთხოვეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.