აშშ-მა თურქეთს მოიერიშე F-35 -ების პროგრამიდან გარიცხვის შესახებ შეატყობინა

 

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა თურქეთს ანკარას მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვის გამო ბოლო თაობის F-35 მოიერიშეების წარმოების პროგრამიდან გარიცხვის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააუქმა F-35- ის წარმოების შესახებ ერთობლივი მემორანდუმი, რომელსაც თურქეთმა ხელი 2007 წლის იანვარში პროექტში ჩართულ შვიდ პარტიორთან: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, ჰოლანდიასთან, ავსტრალიასთან, დანიასთან, კანადასა და ნორვეგიასთან ერთად მოაწერა.

თურქეთმა F-35 ტიპის თვითმფრინავის 100 ერთეულის ყიდვის ვალდებულება აიღო. იგი ასევე მონაწილეობდა მათთვის 1000-ზე მეტი კომპონენტის წარმოებაში.

როგორც რესპუბლიკის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, ანკარა აგრძელებს ამ კომპონენტების წარმოებას მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა გარიცხა იგი ამ პროექტიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები