გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ პოლიტიკურ ძალებს შორის ფართო თანხმობა ჰპოვა.
მისივე თქმით, შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება პოლიტიკაში ახალ სულისკვეთებას მოითხოვს.
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი – კელი დეგნანი და ბატონი ელჩი – კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას”, – აცხადებს ელჩი.