იოსებ ხახალეიშვილმა ახალი მრჩეველთა საბჭო წარადგინა

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა. მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა.
საბჭოს წევრების წარდგენას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში – ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე – ირაკლი შენგელია, მერის მოადგილეები.
“მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები წარვუდგინეთ საზოგადოებას. ესენი არიან თავიანთ საქმიანობებში წარმატებული ადამიანები, რომლებსაც ყველა ვიცნობთ და ვაფასებთ არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ – მის ფარგლებს გარეთაც. მადლობა მინდა, ვუთხრა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ გამოეხმაურნენ ჩვენს შეთავაზებას და გვერდით დაგვიდგნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი. ასევე, ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები