ზელენსკიმ ჯარში რეზერვისტების გაწვევის გამარტივებულ წესს მოაწერა ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარში გაწვევის შესახებ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი.
როგორც ზელენსკის პრესსამსახურში განმარტავენ, “დოკუმენტი აუმჯობესებს მოთხოვნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებების რეზერვისტებით დაკომპლექტების შესახებ განსაკუთრებულ პერიოდში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე. აღნიშული ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების საბრძოლო პოტენციალის გაზრდას სამხედრო აგრესიის დროს, რომელიც სწრაფად იზრდება, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეეზე დროული რეაგირების საშუალებას იძლევა”.
კანონი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სპეციალური პერიოდის განმავლობაში გაწვევაზე თავის არიდებისთვის.
განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევიან ის მოქალაქეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს მსახურების გავლის შესახებ სამხედრო რეზერვში და / ან სამხედრო ოპერაციულ რეზერვში.
განსაკუთრებულ პერიოდში გაწვეულ მოქალაქეებზე გავრცელდება იგივე შრომითი, სოციალური, იურიდიული და საგანმანათლებლო გარანტიები, რომლებიც მობილიზებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. კერძოდ, მტკიცდება გარანტიები ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად, ასეთი მომსახურების შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში.