სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა გველოდება, მგონი, ევროპაც გველოდება – სიტყვების დრო დასრულდა, დაიწყო საქმის დრო

“ქვეყანა გველოდება. მე მგონი, ევროპაც გველოდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა შარლ მიშელს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მე მგონი, დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა, დაიწყო საქმის დრო. ქვეყანა გველოდება. მე მგონი, ევროპაც გველოდება. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მზად არის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები