აჭარაში 6 სკოლა კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

აჭარაში, კორონავირუსის გამო, ექვსი სკოლა ონლაინ რეჟიმში აგრძელებს სწავლას. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსის გავრცელების გამო, რეგიონში საჯარო სკოლების 29 კლასი დისტანციურ რეჟიმში სწავლობს.

აღნიშნული სკოლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშია.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა, მათ შორის ერთი ხვალ გაიხსნება.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2785-მა პირმა გაიკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები