ნუგზარ წიკლაური: ტყვეთა ვაჭრობის ახალი თემის გახსნა პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მძიმეს ხდის ვითარებას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური გიორგი რურუას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს.

წიკლაურის თქმით, პრეზიდენტის განცხადებით ჩანს, თუ რამდენად პოლიტიზებულია ქვეყანაში გარემო.

“ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რამდენად პოლიტიზებულია საქართველოში გარემო, რამდენად არავითარი კავშირი გიორგი რურუას ციხეში ჯდომას არ აქვს იმასთან, რომ თითქოს მას ჰქონდეს რაიმე დანაშაული ჩადენილი. ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს ადამიანი იყო პოლიტიკური მოტივით ჩასმული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც ის დააკავეს. ასევე, ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ახლა ტყვეთა ვაჭრობის ახალი თემის გახსნა მისი მხრიდან კიდევ უფრო მძიმეს ხდის ვითარებას. თუ მისი სურვილია, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, მან უნდა შეიწყალოს გიორგი რურუა და გააკეთოს ის, რაც არის პრეზიდენტის მოვალეობა. ის რომ ახლა მოლაპარაკებათა პროცესში უნდა შემოსვლა და ტყვეთა ვაჭრობას იყენებს პოლიტიკური პარტიების შანტაჟისთვის იმ ადამიანების, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია გიორგი რურუას და ნებისმიერი პოლიტპატიმრის ციხეში ჯდომა, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა მისი მხრიდან”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები