უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა (ფოტო)

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, დავით შარტავა დაიღუპა.

​შემთხვევა გვიან ღამით აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა.

როგორც უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა დაწერა,”სამწუხაროდ, დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი – დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ-ერთ ბრიგადაში. დათო, ჯარისკაცის გარდა, ჩემი მეგობარიც იყო. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს… ცოდვაა, როცა ვაჟკაცი უნდა გადიქცეს მიწადა”.

​44 წლის დავით შარტავა უკრაინაში 2016 წლიდან იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები