ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, არსებობის მანძილზე პირველად, Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. Როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაᲨია აღნიᲨნული, პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა.

პირველად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით, მგზავრებს, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. A321neo ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს. A321neo ავიახომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და, წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით, მას შეუძლია დაახლოებით 50%-ით შეამციროს თვითმფრინავის ხმაური.
ავიახომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16% – ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს. პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავას რეისები შესრულდა. აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები