არჩილ თალაკვაძე: მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პოლიტიკოსის, მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

“მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში. მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.

ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები