ჯერი კონოლი: ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო – მოხარული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა ძალისხმევა

ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო – მოხარული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა ძალისხმევა, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი წერს, რითიც  გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

იგი „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალების ერთგულების გარშემო.

მოხარული ვარ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიზნისკენ მიმართა საკუთარი ძალისხმევა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წაახალისა, იგივე გააკეთოს“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები