პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება – ბექა ოდიშარია
ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,
პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი.
ელჩი მიესალმა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, ხაზგასმით გამოთქვა კმაყოფილება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიულოცა პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა პოლიტიკური აქტორებიც შემოუერთდებიან”, – აღნიშნა ოდიშარიამ.