ნინო გიორგობიანი: მადლობა თითოეულ პოლიციელს, მინისტრს კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციისთვის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ,,საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგობიანი თითოეულ პოლიციელსა და შს მინისტრს მადლობას უხდის.

,,მადლობა თითოეულ პოლიციელს, მინისტრს კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციისთვის! უმოკლეს დროში თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები – გათავისუფლებულნი, რაც მთავარია, არავინ დაშავებულა”, – წერს ნინო გიორგობიანი.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს ერთი შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირი ცოტა ხნის წინ დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები