სალომე სამადაშვილი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.
,,კომპრომისზე წასვლა დღეს თუ ვინმეს ინტერესშია, ეს არის სწორედ ხელისუფლების ინტერესში. ვნახოთ, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენი პოზიცია ნათელია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.