დიმიტრი ხუნდაძე: გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა არა მხოლოდ გუნდის წინაშე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, არამედ – ამომრჩევლის წინაშეც

“გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა არა მხოლოდ გუნდის წინაშე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, არამედ – ამომრჩევლის წინაშეც”, – ამის შესახებ საპარლამერნტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძისთვის გაურკვეველია, მათთვის არჩევნებიდან 4 თვეში რა შეიცვალა.

„უმრავლესობის დაშლის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, მაგრამ ის, რაც გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, ვფიქრობ, არ არის სწორი. უბრალოდ, მე მიკვირს, რა ნახეს არჩევნების შემდეგ 4 თვეში ისეთი, რომ უნდა დატოვონ გუნდი, რომელშიც იყვნენ და რომელთან ერთადაც არჩევნებში გავიდნენ.

მათ, პრაქტიკულად, არა მხოლოდ გუნდის წინაშე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, არამედ – ამომრჩევლის წინაშეც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები