აშშ-ში, კომპანია FedEx-ში ცეცხლის გახსნის შემდეგ დამნაშავემ თავი მოიკლა, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ინდიანას შტატის ქალაქ ინდიანაპოლისში, ლოგისტიკური კომპანიის FedEx-ის შენობაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არიან დაჭრილები, თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი ამჟამად უცნობია.

აღინიშნება, რომ პოლიციაში განგაშის ზარი ადგილობრივი დროით 23:00 საათზე შევიდა.

ტელეკომპანია WRTV-ის ინფორმაციით, FedEx-ის შენობა ქალაქის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები