დავით მათიკაშვილი: როცა პარლამენტში ერთი პარტიის წარდგენით შეხვედი და შემდეგ ამ პარტიის კუთვნილებიდან გადიხარ, პოლიტიკურად სწორი და ლოგიკურია, მანდატი დატოვო

“როცა პარლამენტში ერთი პარტიის წარდგენით შეხვედი და შემდეგ ამ პარტიის კუთვნილებიდან გადიხარ, პოლიტიკურად ძალიან სწორი და ლოგიკურია, მანდატი დატოვო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქართული ოცნებიდან” 6 დეპუტატის წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი იქნებოდა, თუ მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები საკუთარ რეიტინგს არჩევნებში გამოცდიდნენ.

“საპარლამენტო არჩევნები ყველაზე კარგი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ უჭერს საზოგადოება მხარს ამა თუ იმ პარტიას. როდესაც პარლამენტში ერთი პარტიის წიაღიდან შემოდიხარ, იმ განცხადებების ფონზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან სწორი და ლოგიკური იქნებოდა, თუ ისინი მანდატებს დატოვებდნენ და საკუთარ რეიტინგს არჩევნებში გამოცდიდნენ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები