რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ

“თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!”, – ამის შესახებ რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

“დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ, ქართველებო!”, – წერს რობერტ სტურუა.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა საჯაროდ დაუჭირა მხარი დასის მსახიობს, ბესო ზანგურს, რომელსაც ყოფილი ცოლი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოგვიანებით კი სტურუას მიერ თეატრის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები