გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიმართულებით ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს და აკვაკულტურის, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა ჯანდაცვისა და სამეცნიერო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა. თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრის მოადგილე აკიფ ოზქალდის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება თვალსაჩინოა.
აკიფ ოზქალდიმ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობასა და საქართველოში წარმოებისა და სამეცნიერო მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები