ბექა ლილუაშვილი: “ანაკლიის პორტი ვეღარ შენდება”, – ეს არ არის კითხვის სწორი ფორმულირება, – პორტი ვერ აშენდა კონკრეტული ინვესტორის პირობებში 

“ანაკლიის პორტი ვეღარ შენდება”, – ეს არ არის კითხვის სწორი ფორმულირება, – პორტი ვერ აშენდა კონკრეტული ინვესტორის პირობებში, – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა,  ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც ჰკითხა, რომ შეცდომად მიაჩნია, თუ არა, რომ ანაკლიის პორტი აღარ შენდება.

ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ანაკლიის პორტთან მიმართებაში პროცესი გრძელდება.

“ანაკლიის პორტი ვეღარ შენდება ეს არ არის კითხვის სწორი ფორმულირება. ანაკლიის პორტი ვერ აშენდა კონკრეტული ინვესტორის პირობებში. ანაკლიის პორტთან მიმართებაში პროცესი გრძელდება და ეს ჩვენი ეკონომიკისთვის გარდაუვალი მოცემულობაა, რომ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს, – აღნიშნა ახალი ოპოზიციური გუნდის წევრმა ტვ პირველის გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები