სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესპანელ სპორტულ სპეციალისტს შეხვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრები საკალათბურთო კლუბ „ბასკონიისა” და საფეხბურთო გუნდ „ალავესის” გენერალურ მდივანს, ხესუს ვასკესს შეხვდნენ, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადების საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ წლების წინ, როდესაც ხესუს ვასკესს ქალაქ ვიტორიას ვიცემერის პოზიცია ეკავა, იმ პერიოდში ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის სპორტული აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მაშინდელ ვიცემერს მიუძღვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს დაკვეთით, საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე ესპანურმა კომპანიამ იმუშავა და დოკუმენტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა ხესუს ვასკესმა მიიღო. ამ ეტაპზე კი, სამინისტრო სპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე იწყებს მუშაობას და კომიტეტის სურვილია აღნიშნულ სტრატეგიის მომზადებაში ასევე ჩაერთოს ესპანელი სპეციალისტი თავის გამოცდილ გუნდთან ერთად. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნეს და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ. ესპანელ სპეციალისტთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრების გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები