ანრი ოხანაშვილი​ – დეპუტატების მიერ “ქართული ოცნების” დატოვებაზე: კანონმდებლობისა და რეგლამენტის შესაბამისად, ამ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შექმნან ფრაქცია

“პოლიტიკაში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე ძირითად პრინციპს – ესაა პოლიტიკური სიმტკიცე, გუნდის ერთგულება და საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას.

მისივე თქმით, რაც  უნდა მოხდეს, „ქართული ოცნების“ გუნდი არის მტკიცე და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება.

„პოლიტიკაში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე ძირითად პრინციპს – ესაა პოლიტიკური სიმტკიცე, გუნდის ერთგულება და საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა. პოლიტიკაში არ უნდა იყოს ადგილი პირადი ინტერესებისთვის და სუბიექტური მიდგომით არ შეიძლება, იღებდე გადაწყვეტილებას, რომელ გუნდში იქნები. აქედან გამომდინარე, მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც გაჟღერდა. კანონმდებლობისა და რეგლამენტის შესაბამისად, ამ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ შექმნან ფრაქცია. თუმცა ვინ როგორ იქნება აქტიური და როგორ ჩაერთვება დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, ამას პროცესი გვიჩვენებს. მე არ ვიცი, რა გუნდითა და პლატფორმით წარდგება გიორგი გახარია საზოგადოების წინაშე. ამიტომ ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. რაც არ უნდა მოხდეს, „ქართული ოცნების“ გუნდი არის მტკიცე და მას ექნება ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა და ექნება სრული უმრავლესობა, რაც კრიზისს გამორიცხავს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები