ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა, – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსიც მოინახულეს, რომელიც უახლესი ინვენტარითაა აღჭურვილი. თავდაცვის მინისტრი ბაზაზე დასრულების ფაზაში არსებული ლაზარეთისა და სასადილოს კაპიტალური რემონტის მიმდინარეობასაც დააკვირდა. ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში ვიზიტის ფარგლებში მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახალი სასროლეთის გახსნასაც დაესწრო, სადაც ქვედანაყოფის განახლებული შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერა. ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, ჯამურად, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები