შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: მათი დღის წესრიგია არეულობა ქვეყანაში და თუ შეთანხმება იქნება, არეულობას ვეღარ შეძლებენ

“მათი დღის წესრიგია არეულობა ქვეყანაში და თუ შეთანხმება იქნება, არეულობას ვეღარ შეძლებენ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მის გარშემო შეკრებილი ჯგუფი”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციაც შორის მოლაპარაკებების პროცესს.

პაპუაშვილის შეფასებით, რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პარლამენტში მოპოვებული მანდატით ისარგებლოს.

“ჩვენ ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელთაც მოლაპარაკების რესურსი საერთოდ არ ჰქონიათ, ვინაიდან მათთვის მიუღებელია შეთანხმება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ დღის წესრიგს. მათი დღის წესრიგია არეულობა ქვეყანაში და თუ შეთანხმება იქნება, არეულობას ვეღარ შეძლებენ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მის გარშემო შეკრებილი ჯგუფი. ერთადერთი, შესაძლებელია, რომ თუკი ისინი ნახავენ, რომ ყველა შესაძლებლობა ამოწურეს არეულობის მოწყობისა, გინდა-არ გინდა, მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა,” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები