გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნას არაკომპეტენტურს უწოდებს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, არაკომპეტენტურს უწოდებს.

საუბარია დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც წერია, – “მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე”.

“ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული დასკვნა იყო ეგ კონკრეტული დასკვნა. IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგაც დასკვნა, იმ გუნდის მიერ, ვინც ადგილზე იყო. ზედაპირული და არაკომპეტენტური არის დასკვნის ეგ ნაწილი. ეს ხდება ხოლმე.

IRI-ის ჰქონდა არჩევნების შემდეგ იმ ხალხის მხრიდან, ვინც აკვირდებოდა პროცესს, ძალიან კრიტიკული დასკვნა, ამის შემდეგ რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ჩემი აზრით, არის მცდარი მაგ ნაწილში, სწორედ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები