მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
მისი აზრით, ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად.
“ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.