დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწმიფო მდივანს ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს სახელწმიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზალკალიანი Twitter-ზე წერს.
ზალკალიანის განმარტებით, ენტონი ბლინკენთან საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ ისაუბრა.
“შესანიშნავია, რომ მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის”, – წერს დავით ზალკალიანი.