ვახტანგ მეგრელიშვილი – ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს

ვახტანგ მეგრელიშვილმა საბა ბუაძის კომენტარი შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „გირჩის“ კომენტარებს სერიოზულიად ვერ აღიქვამს.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, რასაც „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, ნორმალურ პოლიტიკასთან შეუთავსებელია.

“ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი.

საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა.

ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბა ბუაძესთან დავჯდე და საათობით ვისაუბრო, თუ ეს ასე არ აღმოჩნდა ბოდიში მოვიხადო.

მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა, ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, – განაცახადა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები